მანჩესტერ სიტი მიუნხენის…
🚨 მანჩესტერ სიტი მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველით, ალექსანდარ პავლოვიჩით დაინტერესდა. „ქალაქელებმა“ ტრანსფერის თაობაზე პირველადი მოკვლევა უკვე ჩაატარეს.
ინგლისური გრანდი მზად არის გარიგებაში დაახლოებით 100 მლნ ევრო დახარჯოს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის რეალი, პსჟ და მანჩესტერ იუნაიტედიც იჩენენ.
ბაიერნის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პავლოვიჩი არ იყიდება. მიუნხენელებს 22 წლის ტალანტისთვის სატრანსფერო ფასიც კი არ დაუდგენიათ.
(წყარო: Fussball News)