ჩელსი“ მალო გიუსტოს თაობაზ??…



🚨 👀 „ჩელსი“ მალო გიუსტოს თაობაზე წინადადებების მოსასმენად მზად არის! გასულ ზაფხულს ლონდონელებმა მარჯვენა მცველი 75 მლნ ფუნტად შეაფასეს.

„პარი სენ-ჟერმენში“ გიუსტოს კანდიდატურას განიხილავენ. პარიზელები უნივერსალურ მცველს ეძებენ, რომელსაც თამაში როგორც მარჯვენა ფლანგზე, ისე დაცვის ცენტრში შეუძლია.

გიუსტო „ჩელსიში“ თავს ბედნიერად გრძნობს. ის კლუბის დატოვებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდება, თუ შეთავაზება ისეთი გუნდისგან იქნება, რომელიც მის კარიერაში აშკარა წინგადადგმული ნაბიჯი გახდება.

(წყარო: Sky Sport CH)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!