არსენალი“ იმ კლუბებს შორისაა…
🚨 „არსენალი“ იმ კლუბებს შორისაა, რომლებიც მომავალი სატრანსფერო ფანჯრებისთვის „ლაიფციგის“ გარემარბის, ანტონიო ნუსას ტრანსფერზე ფიქრობენ.
როგორც ცნობილია, მარტინ ედეგორმა პოტენციური სამიზნეების განხილვისას ნორვეგიის ნაკრებში თავისი თანაგუნდელი, ნუსა პირადად ახსენა.
თავად ფეხბურთელს ადრეც უღიარებია, რომ „არსენალის“ გულშემატკივარია, ახლახან კი, როდესაც სასურველი კლუბის დასახელება სთხოვეს, კვლავ „მეთოფეები“ აირჩია.
(წყარო: Football Insider)