ლივერპული“ „ბარსელონას“…
🚨 „ლივერპული“ „ბარსელონას“ მარცხენა მცველის, ალეხანდრო ბალდეს ტრანსფერს განიხილავს და მზადაა მის სანაცვლოდ 40 მლნ ევრო გადაიხადოს.
23 წლის ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბენფიკაც“ ინტერესდებიან. სავარაუდოდ, ეს კლუბებიც შეეცდებიან მცველის გადაბირებას.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ბალდეს გასხვისებაზე უარს არ იტყვის. მიმდინარე სეზონში ჰანსი ფლიკის გუნდში მას სათამაშო დრო გარანტირებული აღარ აქვს.
(წყარო: El Nacional)