ერლინგ ჰოლანდმა და მამამისმა…
🚨 ერლინგ ჰოლანდმა და მამამისმა, ალფ-ინგემ, აბუ-დაბიში მდიდრული უძრავი ქონება შეიძინეს. საცხოვრებელი კომპლექსის სახლების ღირებულება 7.5 მლნ ფუნტამდე აღწევს.
ეს ქონება იას კუნძულზე მდებარე „მანჩესტერ სიტის“ ბრენდირებული პროექტის ნაწილია, რომელიც კლუბის საწვრთნელ აკადემიასა და ექსკლუზიურ ობიექტებს მოიცავს.
შესყიდვა რამდენიმე დღეში მას შემდეგ მოხდა, რაც „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგის ფინანსური წესების სერიოზულ დარღვევაში ცნეს დამნაშავედ. კლუბი ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
(წყარო: Daily Mail)