ლივერპულის“ ფეხბურთელებმა…



🚨 🔊 „ლივერპულის“ ფეხბურთელებმა „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშეებს „ენფილდზე“ გამართული მატჩის წინ და შემდეგ მუსიკალური რეპერტუარით დასცინეს.

ვირჯილ ვან დაიკმა და მისმა თანაგუნდელებმა „სიტის“ გახურებისას სპეციალურად შეარჩიეს უიტნი ჰიუსტონის 'It's Not Right' და კალვინ ჰარისის 'Blame'. საფინალო სასტვენის შემდეგ კი სტადიონზე ფლიტვუდ მაკის 'Little Lies' აჟღერდა.

ეს ყველაფერი „მანჩესტერ სიტის“ მიერ ფინანსური წესების სავარაუდო დარღვევებზე აშკარა მინიშნება და მეტოქის მისამართით გაკეთებული ერთგვარი პროვოკაცია იყო.

ფსიქოლოგიური თამაშების მიუხედავად, ბოლო სიტყვა მაინც „სიტის“ ფეხბურთელებმა თქვეს — მათ პასუხი მოედანზე გასცეს და შეხვედრა დამაჯერებლად, 3:0 მოიგეს. 👀

(წყარო: TalkSPORT)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!