მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ…



🚨 მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ტალანტს, ჯეი ჯეი გაბრიელს ოფიციალური წინადადება შესთავაზა და ახლა ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

„სამეფო კლუბი“ „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ ესაუბრა და მზადაა 16 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხაზე მოლაპარაკებები გამართოს.

გაბრიელი ხელფასის სახით წელიწადში დაახლოებით 1 მლნ ევროს ითხოვს. ფეხბურთელით „ბარსელონასა“ და მიუნხენის „ბაიერნშიც“ ინტერესდებიან.

(წყარო: Diario AS)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!