მანჩესტერ სიტიმ“ ზაფხულში…



🚨 „მანჩესტერ სიტიმ“ ზაფხულში „დორტმუნდის ბორუსიას“ გარემარბის, მათის ალბერტის ტრანსფერზე ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნა.

17 წლის ამერიკელი ტალანტის მიმართ ინტერესს ევროპული გრანდები, მათ შორის პრემიერ ლიგის კლუბებიც იჩენენ და მის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

„დორტმუნდში“ ზაფხულში ფეხბურთელის იჯარით გაშვების შესაძლებლობა დაბლოკეს. ნიკო კოვაჩი კი მოელის, რომ ალბერტი მოედანზე უფრო მეტ დროს მიიღებს.

(წყარო: Goal)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!