მიკელ არტეტას 17 წლის ვაჟი…



🚨 მიკელ არტეტას 17 წლის ვაჟი, გაბრიელი, „არსენალში“ მამის გზას აგრძელებს.

ახალგაზრდა გარემარბის დებიუტი „არსენალის“ 18-წლამდელთა გუნდში აპრილში შედგა, რის შემდეგაც კლუბთან პირველი სასტიპენდიო ხელშეკრულებაც გააფორმა.

გაბრიელს იშვიათი მდგომარეობა, ჰეტეროქრომია აქვს — მისი თვალები სხვადასხვა ფერისაა: ერთი ლურჯი, მეორე კი ყავისფერი ან თხილისფერი. ეს მდგომარეობა, როგორც წესი, საშიში არ არის და მხედველობაზე გავლენას არ ახდენს.

იმის ფონზე, რომ არტეტამ კლუბთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, გამორიცხული არ არის, ერთ დღეს ის „არსენალის“ მთავარ გუნდში საკუთარი შვილის მწვრთნელადაც ვიხილოთ. 👀
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!