ეს არგენტინელი ნახევარმცველი…
🚨 👀 ეს არგენტინელი ნახევარმცველი თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ და დახვეწილ მოთამაშედ ითვლებოდა.
მან სახელი 90-იან წლებში იტალიურ ფეხბურთში გაითქვა, სადაც სერია A-ს რამდენიმე წამყვან კლუბში ითამაშა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ორი სოლიდური ტრანსფერის შედეგად ის პრემიერ ლიგაში აღმოჩნდა და ინგლისის ორი გრანდის ღირსებას იცავდა. თუმცა, ნისლიან ალბიონზე მისმა ასპარეზობამ მოლოდინები ვერ გაამართლა.
იტალიაში გატარებული კიდევ ერთი პერიოდის შემდეგ, ის არგენტინაში დაბრუნდა, სადაც კარიერის ბრწყინვალე მეორე ეტაპი ჰქონდა და კლუბის ნამდვილ ლეგენდად იქცა.
გამოიცნობთ, ვინ არის ეს ფეხბურთელი?