მემფის დეპაი „კორინთიანსში“…
🚨 მემფის დეპაი „კორინთიანსში“ შექმნილი კრიზისის მთავარ მიზეზად დასახელდა. ბრაზილიური გრანდი ზედიზედ 8 მარცხის შემდეგ მე-16 ადგილზეა და გავარდნას ებრძვის.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. კლუბის ლეგენდა კრაკე ნეტო ნიდერლანდელს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან გუნდში ვითარება უკიდურესად დაძაბა.
სეზონის გადასარჩენად „კორინთიანსმა“ მთავარ მწვრთნელად კლარენს ზეედორფი დანიშნა.
(წყარო: Mail Sport)