არსენალში“ ხარჯების…
🚨 „არსენალში“ ხარჯების ოპტიმიზაციას გეგმავენ და 60 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებენ.
ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში მოჰყვა მიკელ არტეტასთვის ახალი, სოლიდური კონტრაქტის გაფორმებას. ესპანელი სპეციალისტი წელიწადში, ბონუსების გარეშე, დაახლოებით 23.7 მლნ ევროს მიიღებს და პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
რეორგანიზაცია მხოლოდ ადმინისტრაციულ და არასაფეხბურთო დეპარტამენტებს შეეხება. კაცთა და ქალთა გუნდების, ისევე როგორც აკადემიის სამწვრთნელო შტაბის წევრები პოზიციებს ჩვეულებრივ შეინარჩუნებენ.
(წყარო: The Telegraph)