მადრიდის „რეალი“ ტიბო კურტუას…



🚨 მადრიდის „რეალი“ ტიბო კურტუას პოტენციურ შემცვლელებს ეძებს — „სამეფო კლუბის“ თვალსაწიერში დიოგუ კოშტა, დავიდ რაია და გიიომ რესტე მოხვდნენ.

„პორტუს“ მეკარის, დიოგუ კოშტას გამოსასყიდი თანხა 60 მლნ ევროს შეადგენს, ხოლო „არსენალიდან“ დავიდ რაიას გადმობირება, შესაძლოა, 50 მლნ ევროზე მეტი დაჯდეს.

რაც შეეხება „ტულუზას“ ახალგაზრდა ტალანტს, გიიომ რესტეს, ის დაახლოებით 19 მლნ ევროდ არის შეფასებული. პარალელურად, თავად კურტუა მადრიდელებთან კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

(წყარო: Fichajes)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!