ვის გახსოვთ ლეგენდარული FIFA…
🎮 🕹️ ვის გახსოვთ ლეგენდარული FIFA International Soccer-ი Sega Mega Drive-ზე?
1993 წელს გამოსული ეს პროექტი „ფიფას“ სერიის სულ პირველი თამაში იყო, რომელმაც გეიმერებს არაერთი საინტერესო დეტალი შესთავაზა.
ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო მომენტი მსაჯისთვის გაქცევის შესაძლებლობა იყო. ჯარიმის ჩადენის შემდეგ, ბარათის მიღების ნაცვლად, შეგეძლოთ მთელ მოედანზე მოგეკურცხლათ, თქვენ უკან კი არბიტრი მოგდევდათ.
დღევანდელი გადასახედიდან გრაფიკა შესაძლოა მოძველებულად მოგეჩვენოთ, თუმცა იმ დროისთვის გეიმპლეი მართლაც შთამბეჭდავი იყო. კამერის რაკურსი, გულშემატკივრების ხმაური და ხმოვანი ეფექტები თამაშს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.
ვის გითამაშიათ პირველი „ფიფა“ და თქვენც თუ გარბოდით ხოლმე მსაჯისგან?