ბორნმუთი“ ალექს სკოტის…



🚨 „ბორნმუთი“ ალექს სკოტის იანვარში გასხვისებაზე თანახმაა. კლუბის ხელმძღვანელობასა და ნახევარმცველის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ტრანსფერი დღის წესრიგში დადგა.

თუმცა, „ბორნმუთი“ 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მლნ ფუნტზე მეტს ითხოვს. კლუბი ტრანსფერს მწვანე შუქს მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნთებს, თუ პრემიერ ლიგაში ადგილს საბოლოოდ გაინაღდებს.

(წყარო: Mail Sport)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!