ტოტენჰემი“, „ასტონ ვილა“ და…



🚨 „ტოტენჰემი“, „ასტონ ვილა“ და „ევერტონი“ „ლევერკუზენის“ 20 წლის თავდამსხმელის, კრისტიან კოფანეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ.

ზაფხულში გერმანულმა კლუბმა „ევერტონის“ 70 მლნ ევროს ოდენობის წინადადება დაბლოკა. პრემიერ ლიგის გუნდების მხრიდან ინტერესის ზრდის მიუხედავად, „ლევერკუზენი“ კამერუნელი ფორვარდის დათმობას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში კოფანემ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა.

(წყარო: Ekrem Konur)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!