კრისტალ პალასის“ მცველს, ჯეიდი…



🚨 „კრისტალ პალასის“ მცველს, ჯეიდი კანვოტს კარიერის პსჟ-ში გაგრძელება სურს. საფრანგეთის ჩემპიონებმა 20 წლის ფეხბურთელი სატრანსფერო სამიზნედ უკვე მონიშნეს.

თუმცა, „პალასში“ ახალგაზრდა ტალანტის შენარჩუნება სურთ. კანვოტს კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს, ამიტომ ლონდონელებს მისი გაყიდვის აუცილებლობა არ უდგათ.

(წყარო: Football Insider)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!