საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა…



🇫🇷 საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა და მსოფლიო ჩემპიონი, დიდიე დეშამი იუბილარია!

„მარსელისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი დღეს 58 წლის გახდა.

კარიერის განმავლობაში ის ასევე „ნანტის“, „ბორდოს“, „ჩელსისა“ და „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა.

„მამლების“ რიგებში დეშამმა 103 მატჩი ჩაატარა. მან მონაწილეობა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის სამ პირველობაზე მიიღო.

ის იმ ელიტარული კლუბის წევრია, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში მოახერხეს.
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!