კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის…



🚨 კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში, შესაძლოა, აღარასდროს ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი და, ელმა ავეირუ ავრცელებს.

ელმას მიაჩნია, რომ კრიშტიანუს დაბრუნება „უფრო არაა, ვიდრე კი“. ამის მიზეზად ის ჟორჟე ჟეზუშის მხრიდან „ღალატს“ ასახელებს.

რონალდუ კვლავ დისკვალიფიცირებულია. მისი ოჯახი შექმნილი ვითარებით შეწუხებულია და მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი საზოგადოების მხრიდან დაფასება აკლიათ.

(წყარო: RMC Sport)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!