ევროპის რამდენიმე წამყვანი…
🚨 ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის წინ „ბრენტფორდის“ თავდამსხმელს, კევინ შადეს ყურადღებით აკვირდება.
ზამთრის ტრანსფერი სრულიად შესაძლებელია, თუმცა „ბრენტფორდი“ 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მლნ ევროზე მეტს მოითხოვს.
„ფუტკრებს“ შადეს გასხვისების აუცილებლობა არ უდგათ, რადგან მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
(წყარო: Sky Sport DE)