ამ ფეხბურთელმა პროფესიონალური…



🚨 ამ ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა „გოუ ეჰედ იგლზში“ დაიწყო, რის შემდეგაც „ვილემ II-ში“ გადავიდა. მისი შემდეგი კლუბი „აიაქსი“ იყო, სადაც 1992-დან 1997 წლამდე 5 წელი გაატარა.

მოგვიანებით ის ინგლისში გადაბარგდა და 3 წელი „არსენალში“ დაყო, რის შემდეგაც ესპანეთს მიაშურა და „ბარსელონას“ შეუერთდა. კატალონიურ გრანდში ის 2000-დან 2004 წლამდე თამაშობდა. კარიერის მიწურულს კი კვლავ მშობლიურ „გოუ ეჰედ იგლზს“ დაუბრუნდა.

დამატებითი მინიშნება: ის პოზიციით გარემარბი იყო. ხომ არ იცით, ვინ არის ის?
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!