მანჩესტერ იუნაიტედში“ ლისანდრო…
🚨 „მანჩესტერ იუნაიტედში“ ლისანდრო მარტინესის გუნდიდან გასხვისებას არ ჩქარობენ, მიუხედავად ფეხბურთელის მხრიდან გაჟღერებული საჯარო კრიტიკისა.
როგორც ვარაუდობენ, მარტინესი კლუბს მომავალ ზაფხულს დატოვებს, როდესაც მისი მანჩესტერ იუნაიტედთან მოქმედი კონტრაქტი ამოიწურება.
„იუნაიტედში“ მანამდე კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტის გააქტიურებაზე ფიქრობდნენ, რათა ფეხბურთელი შემდეგ გაეყიდათ, თუმცა მისი ტრავმების ისტორია კლუბის ხელმძღვანელობას აშფოთებს.
(წყარო: TEAMtalk)