მაიკლ ოლისე „ბაიერნთან“ ახალ…



🚨 მაიკლ ოლისე „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტს აფორმებს! მიუხედავად „რეალის“ მხრიდან მუდმივი ინტერესისა, ფეხბურთელი მიუნხენში რჩება.

24 წლის გარემარბი კლუბთან მოლაპარაკებების მოწინავე ეტაპზეა. ახალი ხელშეკრულება 2030 წლამდე იქნება გათვლილი. ოლისეს „ბაიერნის“ დატოვება არ სურს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, მისი ხელფასი საგრძნობლად გაიზრდება და ის ჰარი კეინის გვერდით, კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში დაიკავებს ადგილს.

(წყარო: Bild)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!