კრისტალ პალასის“ მცველი, ჯეიდი…



🚨 „კრისტალ პალასის“ მცველი, ჯეიდი კანვოტი „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლით დაინტერესებულია, თუ კლუბი მის ტრანსფერზე ნაბიჯებს გადადგამს.

20 წლის ფეხბურთელი „პსჟ-ს“ ინტერესით მოხიბლულია. საფრანგეთის ჩემპიონებისთვის ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა.

„კრისტალ პალასში“ კანვოტის შენარჩუნება სურთ. კლუბს მისი გაყიდვის აუცილებლობა არ უდგას, რადგან მოთამაშეს კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

(წყარო: Football Insider)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!