იყო თუ არა დენის ირვინი…
👀🔴 იყო თუ არა დენის ირვინი 1990-იანი წლების პრემიერ ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველი?
როდესაც 90-იანი წლების „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში კანტონა, გიგზი, სქოულზი და კინი გვახსენდება. თუმცა არსებობს ფეხბურთელი, რომელიც არანაკლებ აღიარებას იმსახურებს — ეს დენის ირვინია.
ირლანდიელი მცველი „იუნაიტედმა“ 1990 წელს „ოლდჰემ ათლეტიკიდან“ სულ რაღაც 625 ათას ფუნტად დაიმატა, რის შემდეგაც ის სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და სტაბილურ საყრდენად იქცა.
ირვინი სრულყოფილი განაპირა მცველი გახლდათ — მას თანაბრად მაღალ დონეზე თამაში როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე შეეძლო. ბრწყინვალე დაცვითი უნარები, ჭკვიანური თამაში ბურთით, ზუსტი ჩაწოდებები და ცივი გონება წნეხის ქვეშ — ამ ყველაფერთან ერთად, ირლანდიელი ჯარიმებსა და პენალტებსაც ოსტატურად ასრულებდა!
„ოლდ ტრაფორდზე“ გატარებული 12 წლის განმავლობაში მან პრემიერ ლიგა 7-ჯერ მოიგო, 3-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასს დაეუფლა, ასევე აღმართა ლიგის თასი, თასების მფლობელთა თასი და ჩემპიონთა ლიგა — ის 1999 წლის ისტორიული „ტრებლის“ შემოქმედი გახლდათ. ირვინმა გუნდი 2002 წელს დატოვა და „უოლვერჰემპტონში“ გადავიდა.
ის მოედანზე ეფ