პსჟ-სა და „ბარსელონას“…
🚨 პსჟ-სა და „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაზე დასასწრები ბილეთების ფასები კატასტროფულად გაიზარდა — გადამყიდველები ერთ ბილეთს 1 300 ევროდაც კი ყიდიან.
„პარკ დე პრენსზე“ ყველა ბილეთი გაყიდულია, მეორად ბაზარზე კი ფასები შოკისმომგვრელ ნიშნულს აღწევს:
🔸 ზედა იარუსის ბილეთების მინიმალური ფასი 500 ევროა.
🔸 პირველი რიგის ადგილები 810-დან 850 ევრომდე ღირს.
🔸 ფეხბურთელების გვირაბთან ახლოს მდებარე ადგილების ფასი კი 1 300 ევროს აღწევს.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ბილეთი 800 ევროდ გაყიდა, თუმცა საკომისიოების გათვალისწინებით, მყიდველს მისი შეძენა 948 ევრო დაუჯდა.
(წყარო: Le Parisien)