მეისონ გრინვუდს „ასტონ ვილას“…
🚨 მეისონ გრინვუდს „ასტონ ვილას“ გულშემატკივრები მტრულად დახვდნენ. ეს ინგლისში მისი პირველი ოფიციალური მატჩი იყო 2022 წლის იანვრის შემდეგ.
„ფენერბაჰჩეს“ თავდამსხმელს ბურთთან ყოველი შეხებისას უსტვენდნენ. ფანები მის ყოველ შეცდომას ოვაციებით ხვდებოდნენ და სკანდირებდნენ: „გრინვუდ, რა არის ანგარიში?“, როდესაც „ვილა“ უკვე 3:0-ს იგებდა.
ყველაზე ძლიერი სტვენა ფეხბურთელმა მოედნის დატოვებისას, შეცვლის მომენტში მიიღო. საბოლოოდ, „ფენერბაჰჩე“ გამანადგურებელი ანგარიშით, 0:6 დამარცხდა.
(წყარო: The Telegraph)