ჯეიკობ მერფი „ნიუკასლ…
🚨 ჯეიკობ მერფი „ნიუკასლ იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს აფორმებს, რომელიც მას კლუბში 2028 წლამდე დატოვებს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაჩქარდა. 31 წლის ფეხბურთელი გაუმჯობესებულ პირობებზე ხელის მოსაწერად მზადაა მას შემდეგ, რაც „ნიუკასლმა“ ზაფხულში „ნოტინგემ ფორესტის“ წინადადებები დაბლოკა.
„ფორესტი“ მერფის სანაცვლოდ 15 მლნ ფუნტს იხდიდა, თუმცა „ნიუკასლმა“ მისი შენარჩუნება გადაწყვიტა — ფეხბურთელის დარჩენას მათიას იაისლე დაჟინებით ითხოვდა.
(წყარო: Daily Mail Sport)