ლივერპული“ „ბორნმუთის“…
🚨 „ლივერპული“ „ბორნმუთის“ ნახევარმცველის, ალექს სკოტის ტრანსფერზე მუშაობას აჩქარებს და ამ რბოლაში ფავორიტია. მერსისაიდელების ინტერესი სერიოზულია.
„ბორნმუთის“ ხელმძღვანელობა იანვარში ფეხბურთელის გასხვისების საკითხს განიხილავს, თუ კლუბის მდგომარეობა პრემიერ ლიგაში გამოსწორდება და 100 მლნ ფუნტის ოდენობის წინადადება შევა.
ზაფხულში ყველაზე აქტიურად „ჩელსი“ მოქმედებდა — ლონდონელებმა რამდენიმე შეთავაზება გააკეთეს, რომელთაგან ყველაზე მსხვილი 68 მლნ ფუნტს აღწევდა.
(წყარო: Daily Mail Sport)