ნიკი ბატი განმარტავს, თუ რატომ…
🚨 ნიკი ბატი განმარტავს, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „მანჩესტერ სიტის“ პრემიერ ლიგის ტიტულები:
🗣️ „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ტიტულებს გაუქმებულად გამოვაცხადებდი, ის არის, რომ 20 წლის შემდეგ, 2012 წლის ტიტული „სიტის“ რომ ჩამოართვათ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ გადასცეთ, ისტორიის წიგნებში უბრალოდ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეწერება. მომხდარზე აღარავინ ისაუბრებს.
მაგრამ თუ ტიტული გაუქმდება, პატარა ბავშვები იკითხავენ: „მამა, ეს ტიტული რატომ გაუქმდა?“ შენ კი უპასუხებ: „იმიტომ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ითაღლითა.“ ეს ისტორიას სამუდამოდ შემორჩება.
თუ მათ ბრალი დაუმტკიცდებათ — ყველა აპელაციისა და მთელი ამ პროცესის დასრულების შემდეგ, დასჭირდება ეს ერთი წელი, ორი წელი თუ რამდენიც არ უნდა იყოს — და ამ ტიტულებს ჩამოართმევენ, ეს ყველას ყოველთვის უნდა ახსოვდეს.
გაიხსენეთ ბენ ჯონსონი, გაიხსენეთ ლენს არმსტრონგი. სპორტში ყველა თაღლითი ასე რჩება. ეს არასდროს იშლება, ისტორიის წიგნებში ყოველთვის იქნება.“
(წყარო: Good Bad Ftbl Pod)