2000 წელს, 13 წლის ლიონელ მესი…
🚨🇦🇷 2000 წელს, 13 წლის ლიონელ მესი „ბარსელონაში“ ჩასვლისას „ლა მასიას“ სამმა მწვრთნელმა შეაფასა. მათმა სკაუტინგის ანგარიშებმა არგენტინელის პოტენციალზე სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აჩვენა.
🔸 1-ლი მწვრთნელი: „ასაკის გათვალისწინებით, ტექნიკურად ძალიან სრულყოფილი ფეხბურთელია. თანაგუნდელებისგან გამოირჩევა: მოედნის ხედვა, სიმარჯვე, სიწრაფე, ბრწყინვალე დრიბლინგი და დარტყმა. ძალიან კარგია საჯარიმოში. მისი ერთადერთი სუსტი მხარე სიმაღლე და ფიზიკური ძალის ნაკლებობაა. დიდი ფეხბურთელია.“
🔸 მე-2 მწვრთნელი: „უდავო ტექნიკური ხარისხი აქვს, თუმცა ფიზიკური შეზღუდვები (142 სმ) ასპარეზობაში ხელს უშლის. ზრდის შემთხვევაშიც კი, 150 სმ სიმაღლით სასურველ კადეტთა დონეზე თამაში ძალიან გაუჭირდება. არ ვფიქრობ, რომ უნდა დავიმატოთ. თვალი ვადევნოთ მის განვითარებას და რამდენიმე წელში ხელახლა გამოვცადოთ.“
🔸 მე-3 მწვრთნელი: „ფიზიკურ სხვაობებს თუ გვერდზე გადავდებთ, ის მინიატურული მარადონაა. მე მას აუცილებლად დავიმატებდი. მას აქვს პოტენციალი, ბევრად შორს წავიდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება.“
(წყარო: Florent Torchut)