ენცო მარესკამ დაცვის…



🚨 ენცო მარესკამ დაცვის გასაძლიერებლად იანვარში „რეალ ბეტისის“ ცენტრალური მცველის, ნატანის ტრანსფერი მოითხოვა.

„ბეტისის“ ხელმძღვანელობა ფეხბურთელის იოლად დათმობას არ აპირებს და ბრაზილიელის გასხვისებამდე 40 მლნ ევროსთან მიახლოებულ თანხას მოითხოვს.

ნატანი პრემიერ ლიგაში გადასვლით დაინტერესებულია, თუმცა მისი პრიორიტეტი კვლავ „ბარსელონაში“ გადასვლაა.

(წყარო: Ficherio)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!