ჯუდ ბელინგემი „რეალ მადრიდთან“…



🚨 ჯუდ ბელინგემი „რეალ მადრიდთან“ ახალ გრანდიოზულ კონტრაქტს აფორმებს! ხელშეკრულება 2031 წლამდე იქნება ძალაში, ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება კი ბონუსების ჩათვლით 30 მლნ ევროს (26 მლნ ფუნტი) მიუახლოვდება.

ამ შეთანხმებით ინგლისელი „რეალის“ მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება კილიან მბაპეს შემდეგ. ბელინგემს მომავალში პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი კვლავ აქვს, თუმცა უახლოეს პერიოდში მადრიდის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად საუდის არაბეთიდან არსებული სოლიდური დაინტერესებისა.

(წყარო: TEAMtalk)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!