ტოტენჰემმა აინტრახტ…
🚨👀 ტოტენჰემმა აინტრახტ ფრანკფურტის თავდამსხმელის, იუნეს ებნუტალიბის დასაკვირვებლად სკაუტები გაგზავნა. ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელს პარასკევს, კიოლნთან მოგებულ მატჩში (1:0) აკვირდებოდნენ.
23 წლის ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. ახალგაზრდა ტალანტი რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრშია. იურგენ კლოპიც მისი დიდი გულშემატკივარია.
(წყარო: Teamtalk)