ჟოან ლაპორტა მადრიდის „რეალში“…



🚨 ჟოან ლაპორტა მადრიდის „რეალში“ კილიან მბაპეს ტრანსფერს ეხმაურება:

„ერთ საქათმეში ერთზე მეტი მამლის ყოლა არასდროს ამართლებს. ❌

ფეხბურთში პრიორიტეტი გუნდი და გუნდური სულია. თუ ეს არ გაქვს, პროექტი ვერ იმუშავებს. მათ არჩევანი ინდივიდუალისტებსა და ვარსკვლავურ ტრანსფერებზე შეაჩერეს.

ვფიქრობ, მადრიდის „რეალმა“ ავტორიტეტი დაკარგა. ისინი ყველანაირად ცდილობენ ამის გამართლებას და „ნეგრეირას საქმეზე“ იტყუებიან, რადგან ბოლო ორი წელია არაფერი მოუგიათ.

ჩვენ ვიგებთ და ყველა ტიტულისთვის ბრძოლის ამბიცია გვაქვს.“ 🙌

(წყარო: L'Equipe)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!