ნიუკასლ იუნაიტედმა“…
🚨 „ნიუკასლ იუნაიტედმა“ „ვალენსიას“ გარემარბის, დავიდ ოტორბის დასაკვირვებლად ორი სკაუტი გაგზავნა. „რასინგ სანტანდერთან“ გამართულ მატჩში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, 19 წლის ფეხბურთელმა „კაჭკაჭების“ წარმომადგენლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ახალგაზრდა ტალანტი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და სადებიუტო გოლიც გაიტანა. მის პროგრესს პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი აკვირდება.
(წყარო: MARCA)