დორტმუნდის ბორუსიამ“ ზაფხულში…
🚨 „დორტმუნდის ბორუსიამ“ ზაფხულში შეტევის გადასახალისებლად სოლიდური თანხა დახარჯა და ორი ძვირადღირებული ფეხბურთელი დაიმატა:
🇬🇷 იანის კონსტანტელიასი (23 წლის, შემტევი ნახევარმცველი) — 26 მლნ ევრო პაოკ-იდან.
🇬🇷 კონსტანტინოს კარეცასი (18 წლის, შემტევი ნახევარმცველი) — 30 მლნ ევრო „გენკიდან“.
❌ კონსტანტელიასმა პირველივე მატჩში მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მოედანს რამდენიმე თვე ვერ დაუბრუნდება.
❌ კარეცასმა „უნიონ ბერლინთან“ მატჩი გაუწყლოების გამო ნაადრევად დაასრულა, ახლა კი კოჭის იოგები დაიზიანა. ის გუნდს ნოემბრის ბოლომდე გამოაკლდა.
დაუჯერებელი უიღბლობა — „დორტმუნდის“ ბერძენი ტალანტები მძიმე ტრავმებმა გააჩერა. 💔🤯