ჰანსი ფლიკი დრო ფერნანდესის…



🚨 ჰანსი ფლიკი დრო ფერნანდესის „ბარსელონადან“ „პსჟ“-ში გადასვლის გამო კვლავ განრისხებულია.

გერმანელი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაწყვეტილებას ღალატად მიიჩნევს. როგორც კი მისი წასვლის შესახებ შეიტყო, ფლიკმა მას გამოსაცვლელი ოთახის დაუყოვნებლივ დაცლა უბრძანა.

„ბარსელონაში“ ფერნანდესთან კონტრაქტის 2031 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავდნენ, თუმცა ნახევარმცველმა „პსჟ“-ში გადასვლა ამჯობინა. ტრანსფერის ღირებულებამ 8 მლნ ევრო შეადგინა. ფეხბურთელმა ეს ნაბიჯი სათამაშო დროის მოსაპოვებლად და ნაკლები კონკურენციის გამო გადადგა.

(წყარო: AS)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!