ბაიერ ლევერკუზენში“ ერიკ ტენ…
🚨 „ბაიერ ლევერკუზენში“ ერიკ ტენ ჰაგს გათავისუფლების შემდეგ კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდ მწვრთნელად მიიჩნევენ.
როგორც ცნობილია, ნიდერლანდელს ფეხბურთელებთან და პერსონალთან კონფლიქტი ჰქონდა. ის მხოლოდ საკუთარი სააგენტოს მოთამაშეების ტრანსფერებს ითხოვდა, მისი სავარჯიშო მეთოდები კი კითხვებს აჩენდა. კლუბის ხელმძღვანელობა იმასაც ნანობს, რომ ის უფრო ადრე არ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ მან გუნდში მხოლოდ 3 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
(წყარო: BILD)