დაბადების დღეს ვულოცავთ…



🎉 დაბადების დღეს ვულოცავთ ინგლისის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, პოლ ინსს!

პრემიერ ლიგის ყოფილი გამარჯვებული დღეს 59 წლის გახდა.

მან კარიერა „ვესტ ჰემში“ დაიწყო, რის შემდეგაც 1989/1990 წლების სეზონში ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა.

1995 წელს ინსი სერია ა-ში გადავიდა და „ინტერნაციონალეს“ ღირსება დაიცვა, ორი წლის შემდეგ კი ინგლისში დაბრუნდა და „ლივერპულს“ შეუერთდა.

1999 წელს იგი თავის ყოფილ თანაგუნდელს, ბრაიან რობსონს „მიდლსბროში“ შეუერთდა. მოგვიანებით კი „ვულვზის“, „სუინდონისა“ და „მაკლსფილდის“ მაისური მოირგო.

„სამი ლომის“ შემადგენლობაში მან 53 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ითამაშა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის ორ ჩემპიონატზე.
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!