მადრიდის „რეალი“ რიკარდო…



🚨 მადრიდის „რეალი“ რიკარდო კალაფიორის მიმართ ინტერესს კვლავ ინარჩუნებს. თუმცა, „არსენალი“ იტალიელი მცველის გასხვისების სანაცვლოდ 100 მლნ ევროზე მეტს ითხოვს.

მადრიდელები 24 წლის ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ, თუმცა ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუგზავნიათ.

„არსენალში“ მას მიკელ არტეტას გეგმების საკვანძო ნაწილად მიიჩნევენ. თავად კალაფიორს კი ლონდონური კლუბის დატოვების სურვილი არ აქვს.

(წყარო: CaughtOffside)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!