ერლინ ჰოლანდი „რეალ მადრიდში“…



🚨 ერლინ ჰოლანდი „რეალ მადრიდში“ კილიან მბაპეს გვერდით თამაშით ბედნიერი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ პრესაში საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდებოდა.

თუმცა, „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის წარმომადგენლები მას „ბარსელონასკენ“ უბიძგებენ. მათ მიაჩნიათ, რომ კატალონიური კლუბი ნორვეგიელისთვის უკეთეს გარემოს შექმნის.

შეგახსენებთ, რომ მას „სიტისთან“ კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს, თუმცა კლუბის შესაძლო სანქციებისა და ქვედა დივიზიონში დაქვეითების შემთხვევაში, მან შესაძლოა გუნდიდან წასვლა განიხილოს.

(წყარო: El Nacional)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!