ლივერპული და არსენალი…
🚨 ლივერპული და არსენალი ბარსელონას მცველით, ჩავი ესპარტით ინტერესდებიან.
თუმცა, ბარსელონას ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ტალანტის გასხვისებას არ აპირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 84 მლნ ფუნტზე მეტს შეადგენს.
19 წლის ფეხბურთელი ბარსაში თავს ბედნიერად გრძნობს. მან ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი გუშინ ღამით პსჟ-ს წინააღმდეგ გამართა და გოლიც გაიტანა.
(წყარო: TEAMtalk)