ლივერპულში მონაკოს…
🚨 ლივერპულში მონაკოს ნახევარმცველს, ლამინ კამარას აკვირდებიან. მერსისაიდელები ფეხბურთელის ტრანსფერს 2027 წლისთვის განიხილავენ.
სენეგალელი ნახევარმცველი დაახლოებით 55 მლნ ევროდ ფასდება. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მისი გადასვლა ჩელსიში ჩაიშალა.
„წითლები“ შუა ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და 22 წლის ფეხბურთელი მათ თვალსაწიერშია.
(წყარო: Fabrizio Romano)