2019 წელს, უნაი ემერის…



🚨 2019 წელს, უნაი ემერის გათავისუფლების შემდეგ, „არსენალის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 8 კანდიდატურას განიხილავდა:

🔸 კარლო ანჩელოტი
🔸 მაურისიო პოჩეტინო
🔸 პატრიკ ვიეირა
🔸 რობერტო მარტინესი
🔸 ვიტორ პერეირა
🔸 იულიან ნაგელსმანი
🔸 მასიმილიანო ალეგრი
🔸 მიკელ არტეტა

სამწვრთნელო გამოცდილების არქონის გამო, არტეტა თავიდან ფავორიტად არ მიიჩნეოდა, თუმცა ედუსთან სატელეფონო საუბარმა და საკუთარ სახლში გამართულმა შთამბეჭდავმა შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა.

მისმა დეტალურმა ხედვამ, მომზადების დონემ და „არსენალის“ ფილოსოფიის სიღრმისეულმა ცოდნამ ედუ დაარწმუნა, რომ გუნდის ჩასაბარებლად ის საუკეთესო ვარიანტი იყო.

🗣️ ედუ: „გასაუბრება ექვს მწვრთნელთან მქონდა, ყველას დიდი გამოცდილება ჰქონდა. ერთადერთი, ვისაც გამოცდილება არ ჰქონდა, მიკელი იყო“.

(წყარო: Sam Dean)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!