ლუკას ერნანდესმა მხოლოდ გუშინ…
🚨 ლუკას ერნანდესმა მხოლოდ გუშინ საღამოს, 18:30-ზე, პსჟ-ს მატჩისწინა თათბირის დროს შეიტყო, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა.
ლუის ენრიკეს მისთვის ერთი კონკრეტული დავალება ჰქონდა: ლამინ იამალი სრულად გაეთიშა თამაშიდან და პირველივე წუთებიდან მისთვის თავისუფალი სივრცე არ დაეტოვებინა.
მცველმა მწვრთნელის დავალება იდეალურად შეასრულა, გოლიც გაიტანა და მატჩიც მოიგო.
(წყარო: RMC Sport)