ჩელსი „ბრაიტონის“…



🚨 ჩელსი „ბრაიტონის“ ნახევარმცველის, იასინ აიარისთვის ბრძოლაში ჩაერთო, რადგან ფეხბურთელის მომავლის გარშემო გაურკვევლობა იმატებს.

„ბრაიტონსა“ და 23 წლის მოთამაშეს შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე შეფერხდა. აიარით „გალათასარაი“ და პრემიერ ლიგის რამდენიმე სხვა კლუბიც ინტერესდება.

ნახევარმცველს მოქმედი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება, თუმცა „ბრაიტონს“ მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.

(წყარო: TEAMtalk)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!