კაილ უოკერი „მანჩესტერ სიტის“…
🚨🏴 კაილ უოკერი „მანჩესტერ სიტის“ გარშემო ატეხილ სკანდალსა და შესაძლო სანქციებზე საუბრობს:
„სხეულზე ტატუ მაქვს — „ზედიზედ ოთხჯერ“. თუ ტიტულებს ჩამოგვართმევენ, ალბათ მისი წაშლა მომიწევს.
შეხედეთ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდებულ შემადგენლობებს, მათაც კი არასდროს მოუგიათ პრემიერ ლიგა ზედიზედ ოთხჯერ. ჩვენ იმ მცირერიცხოვანთა შორის ვართ, ვისაც ამის თქმა შეუძლია. ვეცდები ტატუ შევინარჩუნო და იმედი მაქვს, მიღწეულს არავინ წაგვართმევს.
ეს ის მთავარი თემაა, რომელზეც კითხვებს, ალბათ, ყველა ინტერვიუზე დაგვისვამენ. სიტუაცია სახარბიელოდ ნამდვილად არ გამოიყურება. ფაქტს ვერ გავექცევით — კლუბი დამნაშავედ ცნეს, თუმცა ახლა აპელაციის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ფეხბურთელს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ მოედანზე გავდიოდით და მაქსიმუმს ვაკეთებდით. ჩემს თანაგუნდელებს ყოველთვის დავიცავ, რადგან ის, რასაც მივაღწიეთ, დაუჯერებელია და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ ოდესმე გაიმეოროს.
თუმცა, გარედან ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.“
(წყარო: talkSPORT)