აიაქსი“ — „ფეიენოორდი“…
🚨 „აიაქსი“ — „ფეიენოორდი“, 1983-1984 წლების სეზონი.
1983 წლის 18 სექტემბერს, ამსტერდამულმა გრანდმა მოსისხლე მტერი გამანადგურებელი ანგარიშით, 8:2 დაამარცხა. იმ პერიოდში როტერდამელთა რიგებში იოჰან კრუიფი და რუდ გულიტი თამაშობდნენ.
იმ დღეს „აიაქსის“ შემადგენლობაში ისეთი ახალგაზრდა ტალანტები ბრწყინავდნენ, როგორებიც რონალდ კუმანი, ფრანკ რაიკარდი და მარკო ვან ბასტენი არიან. მათთან ერთად მოედანზე დანიური დუეტი — იან მოლბი და იესპერ ოლსენიც იმყოფებოდნენ.
ამსტერდამელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველ 25 წუთში 3:0 დაწინაურდნენ. „ფეიენოორდმა“ პირველი ტაიმის ბოლომდე სხვაობის მინიმუმამდე შემცირება (3:2) მოახერხა.
თუმცა, მეორე ტაიმში როტერდამული კლუბი სრულად ჩამოიშალა. მატჩის ბოლო ნახევარ საათში „აიაქსმა“ მეტოქეს კიდევ 5 გოლი გაუტანა. გამარჯვებულთაგან მარკო ვან ბასტენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, იესპერ ოლსენმა კი დუბლი გაიფორმა.
საინტერესოა, რომ ამ მძიმე მარცხის მიუხედავად, „ფეიენოორდმა“ ფორმის აღდგენა შეძლო და იმ სეზონში ჩემპიონობა იზეიმა. „აიაქსმა“ კი ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა (მეორე პოზიცია პსვ-მ დაიკავა).
ეს იოჰან კრუიფის ბრწყინვალე კარიერის ღირსეული ფინალი იყო. 37 წლის ლეგენდამ კრიტიკოსებს დაუმტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კვლავ შეეძლო. მან საფეხბურთო კარიერა სწორედ იმ სეზონის ბოლოს დაასრულა.