არსენალი“ „აინტრახტ…
🚨 „არსენალი“ „აინტრახტ ფრანკფურტის“ შემტევით, ჯან უზუნით ინტერესდება. ლონდონელებმა შესაძლო ტრანსფერის თაობაზე პირველადი კონტაქტი უკვე დაამყარეს.
გერმანული კლუბი მოლაპარაკებებში საკმაოდ მყარ პოზიციას იკავებს — 20 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება 2029 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 60 მლნ ევროს შეადგენს.
„არსენალში“ მოთხოვნილი თანხის სრულად და დაუყოვნებლივ გადახდას არ აპირებენ. კლუბი ამ ეტაპზე პოტენციური გარიგების პირობებს დეტალურად სწავლობს.
(წყარო: The Daily Briefing)